სერვისებიRivals CupRush CupGPL LeaguePS5 სერვისებიAffiliate
KAEN
სერვისებიRivals CupRush CupGPL LeaguePS5 სერვისებიAffiliate
KAEN

FCRush.ge

ქართული EA FC პლატფორმა, რომელიც მოთამაშეების გარშემო ერთიანდება და თამაშის ხარისხს სრულიად ახალ სტანდარტამდე ზრდის.

სერვისები

ყველა სერვისიRush CupGPL Pro Clubs

კონტაქტი

Discord სერვერიწესები და პირობები
© 2026 FCRush.geTrusted FC26 support, professional delivery
FCRush.ge

წესები და პირობები

გთხოვ, ყურადღებით წაიკითხო. FCRush.ge-ზე ანგარიშის შექმნითა და გამოყენებით ეთანხმები ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას.

ბოლო განახლება: 30 ივნისი 2026

1. დათანხმება და უფლებამოსილება

შესვლით ადასტურებ, რომ ხარ მინიმუმ 18 წლის (ან გაქვს მშობლის/მეურვის თანხმობა) და სრულად ეთანხმები ამ წესებს. თუ არ ეთანხმები, ნუ გამოიყენებ პლატფორმას.

2. ანგარიში

შესვლა ხდება Discord-ით. პასუხს აგებ ანგარიშზე განხორციელებულ ყველა ქმედებაზე, შესვლის მონაცემების უსაფრთხოებასა და მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. ერთ პირზე — ერთი ანგარიში.

3. გადახდა და entry fee

ტურნირისა და ლიგის საწევრო ფასი იხდება ბანკის გადარიცხვით (BOG/TBC). გუნდი/რეგისტრაცია აქტიურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადმინი ხელით დაადასტურებს გადახდას. გადარიცხვისას ყოველთვის მიუთითე მოთხოვნილი დანიშნულება.

4. თანხის დაბრუნება

entry fee არ ბრუნდება ტურნირის/სეზონის დაწყების შემდეგ. თუ ღონისძიება ორგანიზატორის მიერ გაუქმდა, გადახდილი თანხა ბრუნდება.

5. სამართლიანი თამაში და ქცევა

აკრძალულია თაღლითობა, smurf-ანგარიშები, ანგარიშის გაზიარება, შედეგის გაყალბება და შეურაცხმყოფელი ქცევა — იწვევს დისკვალიფიკაციას თანხის დაბრუნების გარეშე. სადავო მატჩებს ადმინი წყვეტს წარდგენილი screenshot-ების მიხედვით; ადმინის გადაწყვეტილება საბოლოოა.

6. პრიზები

პრიზები გაიცემა გამოქვეყნებული ოდენობით, შედეგების გადამოწმების შემდეგ. მოგებაზე დაკისრებული გადასახადები მიმღების პასუხისმგებლობაა.

7. პერსონალური მონაცემები

ვამუშავებთ ანგარიშისა და ტურნირების წარმართვისთვის საჭირო მონაცემებს (მაგ. Discord ID და სახელი, ელფოსტა). მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და არ იყიდება მესამე პირებზე.

8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

სერვისი მოწოდებულია „as is“ პრინციპით. FCRush.ge დამოუკიდებელი პლატფორმაა და არ არის დაკავშირებული Electronic Arts-თან (EA Sports). არ ვაგებთ პასუხს პლატფორმის გამოყენებით გამოწვეულ ირიბ ზიანზე.

9. ცვლილებები

წესები შეიძლება განახლდეს. განახლების შემდეგ პლატფორმის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს ახალ წესებზე დათანხმებას.

10. მმართველი სამართალი

წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.